თეგი: იტალიის პრემიერ-მინისტრი

იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის თქმით, რომი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც რეფორმების გატარებას საჭიროებს. „გვსურს, უკრაინა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს: ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც აუცილებელი რეფორმების გატარებისგან შედგება. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდითაა. იტალიას სურს, უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა  

იტალიის პრემიერმა ჩინეთს მოუწოდა, უკრაინაში მშვიდობის დამყარების საერთაშორისო ძალისხმევას შეუერთდეს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ჩინეთს მოუწოდა, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს უკრაინაში შეჭრის ფონზე და უკრაინაში მშვიდობის დამყარების საერთაშორისო ძალისხმევას შეუერთდეს. "რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასრულების საშუალებას მისცემს", - განაცხადა იტალიის პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი დღეს ფიცს დადებს

იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი დღეს ფიცს დადებს. ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.